“ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები გამოდიან ღიად და ამბობენ, რომ საქართველომ დიახაც, თავისი წილი სისხლი და ცრემლი უნდა გაიღოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს” – ვოლსკი

“ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები გამოდიან ღიად, მათ შორის, საქართველოში გამართულ მიტინგებზე და ამბობენ, რომ საქართველომ დიახაც, თავისი წილი სისხლი და ცრემლი უნდა გაიღოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა..

„ამ მიმართულებით საქართველოს გადასადგმელი აქვს ნაბიჯები, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკურ ომს, ამ შემთხვევაში, რუსეთთან და სამხედრო დაპირისპირებას. რეალურად, ამ ფონზე, ამ შეფასების ფონზე უნდა განვიხილოთ ყველაფერი. უნდათ ასეთ ვითარებაში საქართველოსთან რაიმე მოლაპარაკების გამართვა? რა საკვირველია, არა იმიტომ, რომ არგუმენტები მათ მხარეს არ არის. ესენი ამბობენ, რომ შენ დასავლეთს უპირისპირდები მაშინ, როდესაც შენ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვ ანგარიშს. ჩვენი პასუხია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კვარტალში ერთხელ ანგარიშს აბარებენ დამფინანსებლებს დეტალურად, ყოველი თეთრის გაწერით, თუ რა დაიხარჯა, რა ფული შემოვიდა, რა პროგრამებში. რატომ არ უნდათ იგივე ანგარიშგება საქართველოს საზოგადოებასთან.

პრობლემას წარმოადგენს გამჭვირვალობა სწორედ და აქედან გამომდინარე არის ასეთი გააფთრებული შეტევა ჩვენს ამ პოზიციაზე და ამ კანონზე, ვინაიდან გამჭვირვალობა პრაქტიკულად წინაპირობაა იმისი, რომ განაცხადო რა თანხა შემოდის, რა ოდენობის და რა პროგრამებში იხარჯება. აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში გააკეთა. აღმოჩნდა, რომ დანახარჯები, რომლებიც მხოლოდ USAID-ის მხრიდან იყო გაკეთებული, არ ემსახურება იმ პრინციპებს, იმ მიზნებს, რომლებიც არის ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ინტერესებში.

რაც მთავარია, როდესაც ხასიათდება ეს გარკვეული ფონდები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გაკეთებულია არაერთი კარგი პროექტი, რომელიც წაადგა ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ეს ძალიან მცირეა იმ მოცულობასთან შედარებით, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში, როდესაც დაფინანსებული და წახალისებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ და საერთოდ სათავეში ჩაუდგნენ პოლიტიკურ აქტივობებს და ექსტრემიზმის გარკვეული ტრენდი შექმნეს. დღემდე იმის მცდელობაშია, რომ საქართველოში სტაბილურობა შეარყიოს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები