უკრაინა რუსეთის ქალაქ უფას უპილოტო აპარატებით დაესხა თავს
უკრაინა რუსეთის ქალაქ უფას უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რის შემდეგაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
“უნიანის” ინფორმაციით, ნავთობის პირველადი გადამუშავების ვაკუუმურ სვეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
უკრაინული მედიის ცნობით, ობიექტის ტერიტორიაზე კამიკაძე აპარატების გამოჩენის შემდეგ, ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა.
თავდასხმის გამო, „უპილოტო საფრენი აპარატის საფრთხის“ რეჟიმი შემოიღეს.