ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მურთაზ ზოდელავა კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მასთან ერთად დაკავებული მურთაზ ზოდელავა კი 25 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალი წარდგენილი აქვს ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში; მურთაზ ზოდელავას კი ბრალად ედება ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვა და გამოძიებაში უკანონო ჩარევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები