მედია: გერმანიის პარლამენტმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა – სამართალდამცველებმა მისი სახლი და ოფისი გაჩხრიკეს
გერმანიის პარლამენტმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა.
ამის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამცველებმა მისი სახლი და ოფისი გაჩხრიკეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მაქსიმილიან კრაჰს ჩინეთთან კავშირები აქვს და შესაძლოა, კორუფციულ და ჯაშუშურ სკანდალებში იყოს გახვეული.
მედიის ცნობით, ჩხრეკები მოჰყვა ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, 47 წლის მაქსიმილიან კრაჰს კავშირები ჰქონდა ჩინეთთან, ასევე, ჩართული იყო კორუფციისა და ჯაშუშობის სკანდალებში.
კრაჰი უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის“, ასევე ცნობილმა, როგორც AfD, კრაჰს გასულ წელს ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა მას შემდეგ, რაც მან იტალიურ გაზეთს განუცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მასშტაბურ ომის დანაშაულებში მონაწილე ელიტური ნაცისტური SS-ის დანაყოფის ყველა წევრი ომის დამნაშავე არ იყო.