სასაზღვრო პოლიციის უფროსი აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა – პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, საქართველოსა და აშშ-ის შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ახლად დანიშნულ სამხედრო ატაშეს – პოლკოვნიკ ჯონათან ადამსს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის მოადგილეები – პოლკოვნიკი დავით ბიწკინაშვილი და პოლკოვნიკი გივი გორდაძე, ასევე, სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ატაშე – ვიცე-პოლკოვნიკი რედ კრისტენსენი და აშშ-ის საელჩოს საზღვაო მრჩეველი – სტივენ ბაუერი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები