სამართალდამცავი ორგანოების წყაროებმა დაადასტურეს, რომ ჩარლი კირკის სროლაში ეჭვმიტანილი იუტას შტატის 22 წლის მკვიდრი ტაილერ რობინსონია,- ამის შესახებ, The New York Post-ი იტყობინება.
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ეჭვმიტანილის მამა მისი დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა და სწორედ მან გადასცა შვილი პოლიციელებს.
გამომძიებლები მისი წარსულისა და შესაძლო მოტივების გამოძიებას აგრძელებენ. საქმეში როგორც FBI, ასევე იუტას შტატის ადგილობრივი წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ დამატებით დეტალებს, მათ შორის რობინსონის ბრალდების წაყენების თარიღს და გამოძიების დამატებით დასკვნებს.