შარლოტში, უკრაინელი ლტოლვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ოჯახი მოტივებზე საუბრობს
ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, უკრაინელ ლტოლვილზე დანით სასიკვდილო თავდასხმისთვის, ეჭვმიტანილ მამაკაცს ბრალი ფედერალურ დანაშაულში წაუყენეს, რაც მას სიკვდილით დასჯას გულისხმობს.
34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსი დააკავეს და პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებით, 23 წლის ირინა ზარუცკაზე გასულ თვეში, მატარებელში არაპროვოცირებული თავდასხმის გამო ბრალი წაუყენეს.
როგორც “ბიბისი” წერს, ბრაუნს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მისი ოჯახის ცნობით, ბრაუნს შიზოფრენიის ისტორია აქვს და დანაშაულის ჩადენის დროს ჰალუცინაციები და ფსიქოზური მდგომარეობა ჰქონდა, რაც მათ აფიქრებინებთ, რომ მოტივი მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდებოდა და არა მსხვერპლთან, ზარუცკასთან პირად კავშირს.
გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდიმ განაცხადა, რომ დეპარტამენტი მაქსიმალურ სასჯელს მოითხოვდა და ის „თავისუფალი ადამიანის სახით აღარასდროს იხილავდა დღის სინათლეს“.