“მიტროპოლიტი თეოდორე დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარს აკურთხებს” – საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
“კვირას, 14 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარს აკურთხებს”, – წერია ინფორმაციაში.