„როდესაც მოსახლეობიდან მოგვდის ინფორმაცია, იმ წუთშივე ვიწყებთ ამ პრობლემებზე მუშაობას, ვეძებთ მოგვარების გზებს” – ვაჟა კოკაია
„მოსახლეობაში არის სოციალური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია, მაგალითად, ფინანსებსა და მედიკამენტებთან, მაგრამ მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად არის ჩართული მსგავსი პრობლემების მოგვარებაში და ცდილობს, თითოეულ მოქალაქეს ეს პრობლემები მოუგვაროს“, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვარკეთილში, ვაჟა კოკაიამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია არის პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გამოსავალი.
„როდესაც მოსახლეობიდან მოგვდის ინფორმაცია, იმ წუთშივე ვიწყებთ ამ პრობლემებზე მუშაობას, ვეძებთ მოგვარების გზებს და შემდეგ ვიწყებთ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობას. თითოეული მოქალაქის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და შემდეგ ეს არის პრობლემის დროულად და წარმატებულად მოგვარების განმსაზღვრელი“, – განაცხადა კოკაიამ.