ჩარლი კირკის მკვლელობა: რა არის ცნობილი დაკავებული ტაილერ რობინსონის შესახებ?

კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ტაილერ რობინსონის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი.

ის სამი ვაჟიდან უფროსია, არ აქვს ნასამართლობა და მისი სოციალური ქსელების ანგარიშები სავსეა ოჯახური ფოტოებით.
Действовал в одиночку и не был студентом. Власти рассказали подробности о подозреваемом в убийстве Кирка - Российская газета
მაშ, ​​როგორ გადაიქცა ტაილერ რობინსონი ახალგაზრდა, განათლებული კაციდან იმ ეჭვმიტანილად, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „პოლიტიკურ მკვლელობად“ მოიხსენიებს?
22 წლის ტაილერ რობინსონი იუტაში გაიზარდა, იუტა-ველის უნივერსიტეტიდან არც ისე შორს, სადაც ჩარლი კირკი ასობით სტუდენტისა და მხარდამჭერის თვალწინ კისრის არეში დაჭრეს.

შესანიშნავი მოსწავლე და ამაყი მშობლების შვილმა ტაილერ რობინსონ 2021 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სტიპენდია მიიღო იუტას შტატის უნივერსიტეტში სასწავლებლად, მაგრამ რობინსონმა სწავლა პირველი სემესტრის შემდეგ მიატოვა.

როგორც ცნობილია ის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მიეკუთვნებოდა და არ მიუღია მონაწილეობა 2020 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში.

მაგრამ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ ბოლო წლების მანძილზე ის გაცილებით პოლიტიკურად აქტიური გახდა. ოჯახის წევრის თქმით, ერთ-ერთი ოჯახური ვახშმის დროს მან საუბარი დაიწყო იმაზე თუ რა გახდებოდა სამედისწერო კირკისთვის იუტაში.

კამპუსის მახლობლად, სადაც კირკი მოკლეს, დატოვებულ შაშხანის ვაზნებზე ამოტვიფრული იყო ფრაზები, როგორიცაა „ჰეი ფაშისტო, დაიჭირე!“ და „ო ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო, ჩაო, ჩაო, ჩაო“ – ეს სიტყვები ცნობილი იტალიური ანტიფაშისტური სიმღერიდანაა. ზოგიერთი მათგანი ინტერნეტ მემებიდანაა აღებული: „თუ ამას კითხულობ, გეი ხარ, ჰაჰაჰა“.

22 яшар Тайлер Робинсон Чарли Киркни ўлдирганликда гумон қилинмоқда - BBC News O'zbek

დაპატიმრებამდე ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ ოჯახის მეგობარს, რომელმაც ხელისუფლებას დაურეკა და უთხრა, რომ რობინსონმა „აღიარა ან მიანიშნა“ დანაშაულში თავისი მონაწილეობის შესახებ. ის მკვლელობიდან 33 საათის შემდეგ, ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დააკავეს.

გამომძიებლების თქმით, სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ ეჭვმიტანილი ოთხშაბათს დილით კამპუსში Dodge Challenger-ის ავტომობილით შედის. მას ეცვა უბრალო შინდისფერი მაისური, ღია ფერის შარვალში, შავი ქუდი თეთრი ლოგოთი და ღია ფერის ფეხსაცმელი და როდესაც გამომძიებლები მას შეხვდნენ, ეჭვმიტანილს ეცვა ტანსაცმელი, რომელიც „შეესაბამებოდა“ ვიდეოში ნაჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები