საპირისპირო ერგონომიკა – როგორ ებრძვიან მსოფლიოს ქალაქები უსახლკაროებს
უსახლკარო ადამიანები დიდი ქალაქების პეიზაჟების განუყრელი ნაწილია. ისინი სხვადასხვა ადგილას ათევენ ღამეს, იქ კი, სადაც შედარებით დიდი სივრცეა, ყუთების სახლებსაც დგამენ ხოლმე. ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებთან ზოგჯერ ტურისტებიც ასე იქცევიან.
სამწუხაროდ, ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად ცდილობს, შემოიღოს სპეციალური კონსტრუქციები და მოწყობილობები, რომლებიც ადამიანებს ამის საშუალებას არ აძლევს.
ზოგჯერ მცირე არქიტექტურული ფორმების შემქმნელები ზღუდავენ თავიანთი ნაკეთობების ფუნქციონალს, რათა დაღლილ ადამიანს მათზე წამოწოლის და დასვენების საშუალება არ მიეცეთ.