აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე, პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარადგინა.
2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები – სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების გაუმჯობესებისთვის საჭირო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავისი შინაარსით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს და ბუნებრივ რესურსების დაცვაზე და ტყის მდგრად მართვაზეა ორიენტირებული.
სამინისტრო, 2025 წელს 17 პროგრამას განახორციელებს, რომელიც 13 ქვეპროგრამას მოიცავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით – 7,193,707.0 ლარით გაიზრდება და 39,208,285.0 ლარით განისაზღვრება.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები