Tasnim: ირანმა აშშ-ს განახლებული 14-პუნქტიანი შეთავაზება გადასცა
თეირანმა აშშ-ს, პაკისტანის შუამავლობით, განახლებული 14-პუნქტიანი შეთავაზება გადასცა,- ინფორმაცია ირანულმა სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა.
მედიის ცნობით, დოკუმენტი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებასა და მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ეხება.
სააგენტოს ინფორმაციით, ირანის წინადადებაში საუბარია საომარი მოქმედებების დასრულებაზე, სანქციების მოხსნაზე, ნავთობის ექსპორტის აღდგენასა და უსაფრთხოების გარანტიებზე.
Tasnim-ის ინფორმაციით, ახალი ტექსტი 14 პუნქტისგან შედგება, თუმცა დოკუმენტის სრული შინაარსი საჯაროდ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.
როგორც Reuters წერს, პაკისტანმა ირანის განახლებული წინადადება უკვე გადასცა ვაშინგტონს.