შავ ზღვაში რუსული იერიშის შედეგად გემები დაზიანდა

რუსულმა დრონებმა ოდესის მახლობლად სამი უცხოური გემი დააზიანეს, მათ შორის ჩინური კომპანიის კუთვნილი KSL DEYANG, რომელიც მარშალის კუნძულების დროშით დაცურავდა. ინფორმაციას Reuters-ი და სხვა საერთაშორისო მედია ავრცელებენ.

უკრაინული მხარის ცნობით, გემები ოდესის ოლქის პორტების მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც რუსეთის მიერ განხორციელებული დრონული შეტევა დაიწყო.

დაზიანებულ ხომალდებს შორის იყო ჩინური ეკიპაჟით დაკომპლექტებული KSL DEYANG-იც, რომლის ბორტზეც ხანძარი გაჩნდა, თუმცა ეკიპაჟმა მისი ლიკვიდაცია შეძლო. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო სცოდნოდა, თუ რომელი გემი იმყოფებოდა შავ ზღვაში და აღნიშნა, რომ მსგავსი თავდასხმები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები