თბილისში დებმა ორსული გოგოს დაწვა სცადეს

თბილისში, დელისის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდა გოგონებმა ორსული მეზობლის დაწვა სცადეს. შემთხვევას მეზობლები მაშინ შეესწრნენ, როცა ორსულს დებმა ბენზინი გადაასხეს და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ, თუმცა მეზობლებმა დებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები