„ხუთდღიანი ომი“ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფურცელია კაცობრიობისა და მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ისტორიაში” – ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელი
„ხუთდღიანი ომი“ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფურცელია კაცობრიობისა და მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ისტორიაში, რომლის მსხვერპლი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხრეთ ოსეთის მიწის დამცველია”,- ამის შესახებ ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, ლეონიდ პასეჩნიკის მიმართვაშია ნათქვამი.
„ეს არის იმათი ხსოვნის დღე, ვინც გმირულად იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას, ვინც იბრძოდა მისი ტრადიციული ფასეულობების შესანარჩუნებლად, საკუთარი სიცოცხლე შესწირა თაობების ღირსეული მომავლისთვის“, – ნათქვამია მიმართვაში.
პასეჩნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სამწუხარო თარიღზე, “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლებმა, რომლებმაც იციან თავიანთი რწმენის ერთგულების ფასი, დიდი თანაგრძნობით იზიარებენ მოძმე ხალხის ტკივილს და სიმწარეს”.