“მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”-ფინეთის საგარეო უწყება

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავს გამოეხმაურა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა შეახსენა.

ამის შესახებ უწყების “ტვიტერის” გვერდზეა ნათქვამი.

„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები