“საქართველოში რუსეთის შეჭრის მე-15 წლისთავი აღმოსავლეთ სამეზობლოში აგრესიული ქმედების ტრაგიკულ შეხსენებას წარმოადგენს” – რუმინეთის საგარეო უწყება
რუმინეთის საგარეო უწყება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავს გამოეხმაურა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
„საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრის მე-15 წლისთავი წარმოადგენს ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქმედების ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკულ შეხსენებას. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.