“2008 წელს რუსეთის თავდასხმა საშინელი შეხსენებაა მათ შესახებ, ვინც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციების შედეგად ისევ იტანჯება” – ეუთო

ეუთოში აშშ-ის მისია რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის თავდასხმა საშინელი შეხსენებაა მათ შესახებ, ვინც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციების შედეგად ისევ იტანჯება.

„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ბევრი მათგანი იძულებით გადაადგილებულია და იდევნება. 2008 წელს რუსეთის თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათ შესახებ, ვინც კვლავ იტანჯება საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციების შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები