“ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და მის საზღვრებთან სამხედრო გაძლიერებას” – ესტონეთის საგარეო უწყება

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსეთის შემოჭრის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სოციალურ ქსელში უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

“დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავია. ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და მის საზღვრებთან სამხედრო გაძლიერებას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები