სოხუმის ცენტრში მამაკაცი მოკლეს – ძებნა უზბეკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებზე გამოცხადდა
სოხუმის ცენტრში 6 აგვისტოს საღამოს, ე.წ. აფხაზეთის და თურქეთის მოქალაქე, რიდვან ხან-იპი მოკლეს.
ამის შესახებ ე.წ. შსს-ში განაცხადეს.
ე.წ. უწყების ინფორმაციით, ძებნა ორი პირზე გამოცხადდა.
იძებნებიან: უზბეკეთის მოქალაქე, ოტბეკ სალომოვი და აზერბაიჯანის მოქალაქე – ალი იბრაგიმოვი.
ე.წ. სამართალდამცველები სთხოვენ ყველას, ვინც ინფორმირებულია ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ ე.წ. შსს-ს.