„სიტყვების ქსოვა: თარგმანის მაგია ბორხესის შემოქმედებაში“ – ვალერია მაილსის საჯარო ლექცია გაიმართება

11 ივლისს 18.00 საათზე, მწერალთა სახლის ორგანიზებით, ესპანელი მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი ვალერია მაილსი საჯარო ლექციას გამართავს ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებისა და თარგმანის ხელოვნების შესახებ – „სიტყვების ქსოვა: თარგმანის მაგია ბორხესის შემოქმედებაში”.
ვალერია მაილსი არის ესპანურენოვანი ჟურნალის Granta-ს თანადამაარსებელი და მისი ერთ-ერთი სვეტის რედაქტორი; პრესტიჟული უნივერსიტეტების – იელისა და პომპეუ ფაბრას პროფესორი, the Dublin Literature Prize-ის ფინალისტი, ასევე PEN Translates Award-ის მფლობელი ბოლოდროინდელი თარგმანისთვის: მილენა ბოსკეტსის რომანი „ესეც ჩაივლის”.
ღონისძიებას ქართულ ენაზე თარგმნის და მოდერაციას გაუწევს ლანა კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები