გიორგი გამსახურდია: დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი – ბიძინა ივანიშვილი; ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა საქართველო ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია

“დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანა ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

გამსახურდიას განცხადებით, ზვიად გამსახურდიას არ გააჩნდა არანაირი საშუალება, “შესაბამისად, პუტჩისტებმა და ედუარდ შევარდნაძემ ჩამოშალეს მისი ხელისუფლება და გაანადგურეს ქართული სახელმწიფოებრიობა”.

„პუტჩისტების და მათი შთამომავალი ნაცების ნარატივი იყო შემდეგი და არის, ზვიადი ეროვნული კაცი იყო, მაგრამ პოლიტიკოსი არა. მერე ჰყავდათ სულმიყიდულები ედიკა და მიშა, რომლებიც დაუწვნენ ყველას და სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, რა თქმა უნდა, გარე დამკვეთების დავალებით.

დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანა ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია, რომელსაც როგორც ედიკას და მიშას დროს, ზევიდან ვეღარავინ ვერ ელაპარაკება (უახლეს ისტორიაში პირველად).

ზვიადის ხელისუფლებას, უბრალოდ, არანაირი საშუალება არ გააჩნდა და ამ გარეწრებმა ჩამოშალეს, თორემ პოლიტიკაც კარგად ესმოდა და ეროვნულობა კიდევ არ აკლდა. ამიტომ გარეწრებო, აი ესაა, როცა მონა არა ხარ და ცალ ფეხზე არ დგახარ და შენი ქვეყანა გიყვარს ყველაფერი გამოგდის, სხვნაირად ხართ აი ასეთი მონები და იქნებით კიდევაც სულ”, – წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები