“არ არსებობს საკითხი, რომელზეც გვისაუბრია და შემდეგ ხან ერთი კვირა სჭირდება, ხან ერთი თვე, ხან შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველა რწმუნდება, რომ ეს არის სიმართლე, რაზეც ვსაუბრობდით” – პაპუაშვილი
“ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ იმ ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ გადაცემაში ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი არ მივიდა.
„ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის. მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა. არ არსებობს საკითხი, რომელზეც გვისაუბრია და შემდეგ ხან ერთი კვირა სჭირდება, ხან ერთი თვე, ხან შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა რწმუნდება, რომ ეს არის სიმართლე, რაზეც ვსაუბრობდით. ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა და დასვას იმ ნარატივზე, რომელზეც სურთ, რომ დასხდნენ. ესეც [დებატებზე არდასწრება[ ერთი კარგი მხილება და ლუსტრაციაა, თუ სინამდვილეში რამდენად დემოკრატიულები არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.