“უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა” – შალვა პაპუაშვილი
“უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
„სინამდვილეში, 385 ორგანიზაცია იმიტომ დარეგისტრირდა, იცოდნენ, რომ თავისი დამკვეთის ინტერესს ატარებდნენ, ინტერესის გარეშე არავინ ხარჯავს ერთ თეთრსა და ერთ ცენტს.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მთავარ მისიაში წერია, რომ ის ემსახურება გერმანიის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს ატარებს, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესიდან გამომდინარე ხარჯავს სხვა ქვეყანაში ფულს, და საქმე ისაა, რომ მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის ის, რომ დამფინანსებლის ინტერესი უნდა ემთხვეოდეს შენი ქვეყნის ინტერესებს და ზუსტად ის 100 ორგანიზაცია იმიტომ არ დარეგისტრირდნენ, იცოდნენ, რომ მათი დამფინანსებლის ინტერესი და მათი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამიტომაც მიიღეს მათ ეს მტკივნეულად. როდესაც იცი, რომ შენ აკეთებ იმას, რომელიც შენი ქვეყნის ინტერესებს არ ცდება ამ მხრივ ხარ ძალიან ლაღად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.