გიორგი სოსიაშვილი: რადიკალ-ექსტრემისტთა მიერ მართული ახალგაზრდები ჩათრეული იყვნენ ქვეყნის დასამარების, სუვერენიტეტის ხელყოფის პროცესში
“რადიკალ-ექსტრემისტთა მიერ მართული ახალგაზრდები ჩათრეული იყვნენ ქვეყნის დასამარების, სუვერენიტეტის ხელყოფის პროცესში,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მარო მაყაშვილის სამშობლო ვართ და 9 აპრილს სისხლი დათხიეს ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსთაველზე და ასე მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა – უამრავი ადამიანის სისხლია დათხეული! დღეს რა ვიხილეთ? – რადიკალ-ექსტრემისტთა მიერ მართული ახალგაზრდები ჩათრეული იყვნენ ამ პროცესში – ქვეყნის დასამარების, სუვერენიტეტის ხელყოფის პროცესში! რა მოლოდინი უნდა გვქონდეს გერმანიის ელჩისგან, კაცი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობს, რათა წააქეზოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წააქეზოს და ხელისუფლების დამხობის მთავარი მოსურნეა. ან ევროკავშირის ელჩი, რომელიც გამოირჩეოდა ყოველთვის ასეთი აგრესიული განცხადებებით და პირდაპირ მოუწოდებდა ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალ-ექსტრემისტებს – მათი მხრიდან რას უნდა მოველოდოთ, რომ გამოვლენ და ბოდიშებს მოიხდიან, იტყვიან, რომ მცდარი განცხადებები გააკეთეს?! მე მათგან ამის იმედი არ მაქვს, რადგან ისინი რეალობას აცდენილები არიან“, – განაცხადა სოსიაშვილმა.