“დღეს ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მყარი არგუმენტები გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებზე და იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ფული არ უნდა იხარჯებოდეს” – პაპუაშვილი
“დღეს ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მყარი არგუმენტები გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებზე და იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ფული არ უნდა იხარჯებოდეს”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, დებატების ფორმატში მოუსმინოს სხვადასხვა მხარის, ოპონენტების მოსაზრებებს. დღეს საუბარი გვქონდა უცხოურ დაფინანსებასა და გამჭვირვალობაზე, საკითხზე, რომელზეც მთელი სამყარო თანხმდება. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით სამი წლის წინ და რაც ზოგიერთის მხრიდან კრიტიკის საგანი იყო, დაადასტურა თავად ამერიკის შეერთებულმა შტატების ახალმა ხელმძღვანელობამ იმით, რომ დახურა ორგანიზაციები, რომელიც მათ შორის საქართველოში მავნე პროექტებს აფინანსებდნენ და ძირს უთხრიდნენ ქართულ დემოკრატიას. დღეს ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მყარი არგუმენტები გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებზე და იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ფული არ უნდა იხარჯებოდეს, ხოლო ფული, რომელიც ახლოს არის პოლიტიკასთან და მასზე ახდენს გავლენას, მხოლოდ ქართველი ხალხის თანხმობით უნდა იხარჯებოდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.