“არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს, ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს” – შალვა პაპუაშვილი

“არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს, ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება [ხელისუფლების] არაღიარებას, სინამდვილეში, მარტივად საჭიროა მუხლის წაკითხვა, რომელიც ეხება ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ეს არის მისი სათაური და არსი: კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდება, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ მოწოდება, საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც სხვა ხელისუფლება.

პასუხისმგებლობიანი დონორის განმარტება არ გესმით. გგონიათ, რომ ფული მიეცი და ხელები დაიბანა, ესაა. ასე არ არის. ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები