“საკვები დანამატების ბრჭყვიალა და მქუხარე რეკლამების უკან არავინ იცის, რეალურად,  რა ხარისხის პროდუქცია დგას” – ინფექციონისტი

“ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით – ვინც სპორტულ დარბაზებში დადის, იღებს სხვადასხვა საკვებ დანამატს (პროტეინებს, კრეატინს, სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტს და სხვ.). ზოგჯერ ეს სრულიად უკონტროლოდ ხდება და ადამიანი რამდენიმე დანამატს ერთდროულად იღებს, რითაც შეიძლება, მაგალითად, მიღებული პროტეინების რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდეს დღე-ღამურ ნორმას”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ამას ყურადღება მივაქციე იმიტომ, რომ არაერთი ახალგაზრდა, რომელსაც მომატებული აქვს ღვიძლის ფუნქციები და სხვა აშკარა მიზეზი არ იკვეთება, სწორედ ჭარბად იღებს საკვებ დანამატებს.

რეალურად, მათი სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო პოტენციური მავნე ზემოქმედება არასწორი მიღებისას (რაც აშკარად ხშირია) – მნიშვნელოვანი.

რატომ გახდა ეს ასეთი მოდური და რატომ არ არის საკმარისი ბალანსირებული, პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება?

გარდა ამისა, საკვები დანამატების ბრჭყვიალა და მქუხარე რეკლამების უკან არავინ იცის, რეალურად,  რა ხარისხის პროდუქცია დგას”, – წერს ბუწაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები