“საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს” – ლევან მახაშვილი

“საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს”, – ამის შესახებ  ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ განაცხადა.

„ღიმილის მომგვრელია, რომ ერთი მხრივ თან დემოკრატიას ითხოვენ ეს [ენჯეოები, დონორები] ადამიანები და მეორე მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის ფუნდამენტურ მახასიათებლებს: გამჭვირვალობას, ღიაობას, ანგარიშვალდებულებას და დიალოგს. დღეს გამჭვირვალობა დემოკრატიის კომპონენტი აღარაა, იგი გადაიქცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხად“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები