რუსთაველის ეროვნულ თეატრში იტალიელი ვარსკვლავის – მარიო სტეფანო პიეტროდარკის საღამო გაიმართება
23 თებერვალს – რუსთაველის ეროვნულ თეატრში იტალიელი ვარსკვლავის, ბანდონეონისტის – მარიო სტეფანო პიეტროდარკის საღამო გაიმართება. SPARKS-ის ინფორმაციით, მოწვეულ მუსიკოსს აკომპანემენტს გაუწევს კ. ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.
მარიო სტეფანო პიეტროდარკი, 2009 წლის 25 მაისს წარდგა კოლიზეუმში (რომი) – ანდრეა ბოჩელის, ანგელა გეორგიუს, ანდრეა გრიმინელისა და აბრუცოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
2010 წლის 25 დეკემბერს, მან Giovanile Italiana-ს ორკესტრთან ერთად შეასრულა Concerto per la Vita e per la Pace (კონცერტი სიცოცხლისა და მშვიდობისთვის), რომელიც მთელ მსოფლიოში მაუწყებლობდა. იგი ერვინ შროტთან და ანა ნეტრებკოსთან ერთად 2012 წელს წარდგა გერმანიის, ინგლისისა და დანიის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებში. იმავე წელს მან ჩაწერა DVD „Live in Portofino” – სტუმრად ანდრეა ბოჩელისთან ერთად.
2018 წელს ჩაწერა „ტანგოს სეზონები” Sony Records-ისთვის, ანდრეს გაბეტასთან ერთად, რომელიც ხელმძღვანელობს ბაროკოს ანსამბლ Cappella Gabetta-ს.
იტალიაში ხშირად გამოსვლის გარდა, იგი კონცერტებს ატარებს: ინგლისში, საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, ხორვატიაში, სერბეთში, გერმანიაში, აშშ-ში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ფინეთში, შვეიცარიაში, უნგრეთში, კანადაში, სომხეთში, ისრაელში, ბოსნია ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, თურქეთში, უკრაინაში, ურუგვაიში, ყაზახეთსა და ჩინეთში.

19:00 – კარის გახსნა
20:00 – კონცერტის დასაწყისი
20:00 – კონცერტის დასაწყისი