ხელოვნების სასახლეში გამოფენა – „დაბრუნებული საუნჯე” გაიხსნება

27 თებერვალს ხელოვნების სასახლეში გამოფენა „დაბრუნებული საუნჯე” გაიხსნება.
გიორგი კალანდიას ინფორმაციით, ეს არის „ნივთები, რომლებიც 2025 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის – თინათინ რუხაძის მხარდაჭერით ხელოვნების სასახლის სპეციალისტებმა ევროპის სხვადასხვა კერძო კოლექციასა და გალერეაში მოიძიეს და სამშობლოში დააბრუნეს… ნივთები, რომლებიც დაახლოებით საუკუნის წინ საბჭოთა ტერორის შიშით საქართველოდან გაიტანეს… „დაბრუნებული საუნჯე” მსოფლიო მნიშვნელობის არტეფაქტებს მოიცავს, აქ არის: ნაპოლეონ ბონაპარტისა და ალექსანდრე დიუმას კალიგრაფიით შესრულებული ხელნაწერები, XVIII საუკუნის იამბიკონი, ძვ.წ-ის IV საუკუნის ანტიკური სკიფოსი (ღვინის სასმისი), XV-XVIII საუკუნეების იტალიელი, ნიდერლანდი, გერმანელი და ფრანგი მხატვრების ფუნჯით შექმნილი შედევრები…
მოკლედ, ეს არის გამოფენა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, დაუვიწყარ ემოციებთან ერთად მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში შთამბეჭდავი მოგზაურობა გელით“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კალანდია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები