ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია
“თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ურუშაძემ. მან ფინალში თურქ ჯანდენიზ ბერაქს სძლია”, – ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში რუმინელი სპორტსმენი, ნახევარფინალში კი უნგრელი ხმლით მოფარიკავე დაამარცხა.
“საქართველო იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.