“დებატებმა იმედია, საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და ის, რომ ოპონენტებს არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი – რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი” – მახაშვილი
“დებატებმა იმედია, საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და ასევე დაანახა, რომ ოპონენტებს რეალურად არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი – რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„თუ სადმე იხარჯება, საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „გრანტების შესახებ“ კანონი და ა.შ. 2022 წლიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი სწორედ იმას ემსახურება, რომ რა გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა, ამ გამოწვევებზე რეაგირება საკანონმდებლო დონეზე მოხდეს. კანონებით მოხდეს რეაგირება და არა იარაღით ხელში ქვეყნის დაცვა.
ამ დებატებმაც იმედია, საზოგადოებას უფრო მეტად დაანახა გამჭვირვალობის საჭიროება და, ასევე, დაანახა რომ ოპონენტებს რეალურად არ აქვთ არცერთი არგუმენტირებული პასუხი რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.