საქართველოს პავილიონს ევროპული კინოს ბაზრობაზე გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე კარტოზია და დუდანა მაზმანიშვილი ეწვივნენ
საქართველოს პავილიონს ევროპული კინოს ბაზრობაზე გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე კარტოზია და კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი ეწვივნენ.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად, ელჩს გააცნო ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს საქმიანობის შედეგები.
ეროვნული კინოცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად წარადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს.
