ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი პუტინს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის პრეზიდენტს, შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალს, ვლადიმერ ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა.
შესაბამისი განცხადება ე.წ. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პარლამენტარების აზრით, “ქვეყნის შენარჩუნებისა და სამხედრო ოპერაციაში გამარჯვების მიზნით, რუსეთისა და მისი მოკავშირეების ერთიანობაა აუცილებელი”.