ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ 30 მაისს სოხუმში დაგეგმილი საპროტესტო აქცია საკურორტო სეზონს შეაფერხებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა, ვალერი ბუთბამ განაცხადა, რომ საკურორტო სეზონის მოახლოებისას შიდა ვითარების დესტაბილიზაცია უკიდურესად დამანგრეველ გავლენას მოახდენს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ამის შესახებ მან ორგანიზაცია “არუას” მიერ დაანონსებული აქციის კომენტირებისას თქვა, რომელიც სოხუმში 30 მაისს გაიმართება.
ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ “წარსულში ქართული სპეცსამსახურები ტერაქტებს ახორციელებდნენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკურორტო სეზონის ჩაშლის მიზნით”.
„არანაირად არ მინდა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შედარება, მაგრამ დამთხვევა ცოტა მაბნევს. რა თქმა უნდა, ზაფხულის საკურორტო სეზონის ჩაშლა სურთ, რომ სახელმწიფო ნაყოფიერად არ განვითარდეს, რადგან ეს ერთადერთია პერიოდია, როდესაც განვითარებისთვის შეგვიძლია, შემოსავალი მივიღოთ”, – თქვა მან.