თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე თანამედროვე ქართველი პოეტების ანთოლოგიის წარდგენა გაიმართა
თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე თანამედროვე ქართველი პოეტების ანთოლოგიის წარდგენა გაიმართა. პოეტური კრებულის ბერძნულენოვანი თარგმანი მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოიცა, რომელიც თესალონიკში პოეტმა, დიანა ანფიმიადიმ წარადგინა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წიგნი ითარგმნა სოფიო შამანიდის მიერ და გამოიცა ბერძნულ გამომცემლობაში Vakxikon Publications.
ამავდროულად, თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ნანა ექვთიმიშვილის რომანის „მსხლების მინდორი” ბერძნულენოვანი თარგმანის წარდგენა გაიმართა. წიგნი გამოიცა ბერძნულ გამომცემლობაში World Books.
მთარგმნელი: ელენი ტულუპი; მონაწილე: ნანა ექვთიმიშვილი.