დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მაუნტბატენ-უინძორი საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაახლოებით 12 საათის წინ დააკავეს.
მედიის ცნობით, მან ნორფოლკში მდებარე აილსჰემის პოლიციის განყოფილება ავტომობილით დატოვა, სავარძელში ზურგით იწვა, თითქოს კამერებისთვის თავის არიდება სურდა.
პოლიციას ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.