პროკურორი: ელისო კილაძემ განმარტა, რომ მხოლოდ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეს არ იცნობს

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა დაადასტურა.

პროკურორის თქმით, კილაძემ პროცესზე ისიც თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ქოლ-ცენტრები არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც ამხელდა.

„გივი ჯიბლაძეს, გიორგი კამლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს – დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და ამას არც თვითონ უარყოფდა დღეს პროცესის მიმდინარეობისას. მან დღეს დაადასტურა დავით მიქაძესთან და ირაკლი სეხნიაშვილთან ახლო მეგობრობა. ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძეს იცნობს. მხოლოდ განმარტა, რომ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეს არ იცნობს. მანვე განმარტა, რომ მას[ფარცხალაძე] არ ჰქონდა ქოლ-ცენტრები, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს [დაუსწრებლად] , აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები