“აეროფლოტმა”, ისტორიაში პირველად, თვითმფრინავი შესაკეთებლად ირანში გაგზავნა

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ავიაკომპანია “აეროფლოტმა”, თავის ისტორიაში პირველად, თვითმფრინავი შესაკეთებლად ირანში გაგზავნა.

ამის შესახებ ​РБК-ს კომპანიასთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა და მოგვიანებით მისმა წარმომადგენელმაც დაუდასტურა.

Airbus A330-300-ის შასის მომსახურებით ირანული ავიაგადამზიდავი Mahan Air დაკავდება.

“აეროფლოტის” წარმომადგენელმა თქვა, რომ Mahan Air-ს აქვს “აუცილებელი მატერიალური ბაზა, სერტიფიკატები და უდიდესი გამოცდილება. პროვაიდერი ტექნიკურ მოსამსახურებას მაღალი ხარისხით ახორციელებს”.

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის სანქციები, მათ შორის, შეეხო რუსეთის გადამზიდავებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და სარემონტო სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები