არაღჩი: ლიბანზე ისრაელის ნებისმიერ თავდასხმას, ირანი აშშ-სთან დადებული მემორანდუმის დარღვევად ჩათვლის

ლიბანზე ისრაელის ნებისმიერ ახალ თავდასხმას, ირანი პარასკევს, ჟენევაში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევად მიიჩნევს.

ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„სიონისტური რეჟიმის (იგულისხმება ისრაელი) ნებისმიერი სამხედრო თავდასხმა ლიბანზე და ლიბანის ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება მომავალში, ჩვენი აზრით, ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევა იქნება“, – აღნიშნა მან უცხოელ ელჩებთან შეხვედრის დროს.

მანამდე, აშშ-სა და ირანის ოფიციალურმა პირებმა, ასევე პაკისტანმა, რომელიც მოლაპარაკებების შუამავალია, დაადასტურეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება.

თეირანის თქმით, მემორანდუმის ხელმოწერიდან 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, ირანის ბირთვულ პროგრამასაც განიხილავენ.

პარალელურად, აშშ ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ბლოკადას დაასრულებს და ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, სამხედრო ოპერაციებს დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები