ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი: ტრამპის შეთანხმება ჩვენ არ გვავალდებულებს, ჩვენ აშშ-ის კოლონია არ ვართ
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეულ შეთანხმებებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისრაელი აშშ-ის კოლონია არ არის.
„ტრამპის შეთანხმება ჩვენ არ გვავალდებულებს. ისრაელი აშშ-ის კოლონია არ არის“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მისივე განცხადებით, ისრაელის არმია არ უნდა გავიდეს ლიბანში მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
“ჩვენ არ ვართ ამ შეთანხმების მხარე, რომელიც არ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ არ უნდა დავეთანხმოთ არაფერს, გარდა “ჰეზბოლას” სრული განიარაღებისა. ჩვენ არ უნდა დავდუმდეთ ერთი წუთითაც კი ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ცეცხლის საპასუხოდ“,- აღნიშნა მან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ, დაადასტურა შეერთებულ შტატებთან შეთანხმების შესახებ და განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს 19 ივნისს შვეიცარიაში მოაწერენ ხელს.