“როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება” – პაპუაშვილი

“როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუ პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადია – იქნება კულტურული ურთიერთობებიც, ეკონომიკურიც და ყველა, როდესაც საქართველოს დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოხდება. ეს არის წინაღობა, რომელიც დგას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები