დანა უაითი – თოფურიაზე: “მისი მდგომარეობა სერიოზულია”

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ილია თოფურია ბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სერიოზულია.

უაითის თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ მებრძოლს თვალბუდის ძვალი აქვს გატეხილი, თუმცა ოფიციალური დიაგნოზი ჯერ არ დასტურდება.

“ილია საავადმყოფოშია, ძალიან მძიმედაა. ექიმი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მისი თვალბუდის ძვალი გატეხილია. მინდა სახლში დაბრუნდეს, გამოჯანმრთელდეს და დასასვენებლად დრო გამოიყენოს”,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, თოფურიას ახლა დასვენება და გამოჯანმრთელება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები