შალვა პაპუაშვილი – მარტა კოსის განცხადებაზე: ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში

“ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში,”- ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ვფიქრობ, ეს ის ღია საიდუმლო იყო, რომელსაც ფარდა თავადვე ახადეს. კანდიდატ ქვეყნებს და ამ შემთხვევაში საქართველოსაც უყურებენ როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებსა და ერს, რომელსაც თანასწორად არ განიხილავენ. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულებაა ერთადერთი რამ, რასაც ვხედავთ. რომ ჩავხედოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიას, ეს იყო პროცესი, როდესაც ჩვენ ვილტვოდით ინტეგრაციისკენ და სხვადასხვა ფორმატს იგონებდნენ იმისთვის, რომ თან შორიახლოს ვყოლოდით, მაგრამ წევრი არ გავმხდარიყავით. მარტა კოსის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, გვაჩვევენ იმ აზრს, რომ არავითარი წევრობა თანაბარ პირობებზე არ იქნება. არ ვიცი ვის თავში იხარშება ასეთი აზრები, რომ მთლიანად ერების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდეს. არ მეგულება არცერთი ქვეყანა, გარდა მოლდოვისა, რომელიც სხვას გადასცემს ყველა პრივილეგიას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მასზე. ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი – სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების დახარისხება პირველ და მეორე კლასის ერებად“ , – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები