ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა „შრომის უსაფრთხოების საფუძვლების” კურსზე მიღებას აცხადებს

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – „შრომის უსაფრთხოების საფუძვლები”, რომლის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან აღნიშნული მიმართულებით შემდეგ საკვანძო საკითხებს:

•     რა არის შრომის უსაფრთხოება;

•     დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები და ვალდებულებები;

•     შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა;

•     რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;

•     პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის;

•     შრომის ინსპექციის მუშაობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

კურსის გავლა შესაძლებელია, როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 6 საათია. კურსის ღირებულება დისტანციური სწავლების შემთხვევაში 180 ლარია (ერთ მსმენელზე), პირისპირ – 342 ლარი (ერთ მსმენელზე).

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.zspa.ge/geo/registration

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები