ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მანამდე არ მოხსნის, ვიდრე თეირანი საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების შესრულებისა და ქცევის შეცვლის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ ირანი კონკრეტულ და გადამოწმებად პროგრესს აჩვენებს.
“ჩვენ გვაქვს სანქციების ჩარჩო, რომელიც ორ მთავარ ფაქტორზე ახდენს რეაგირებას: ადამიანის უფლებების დარღვევასა და მასობრივი განადგურების იარაღზე. ვიდრე სანქციების გაუქმებაზე ფიქრს დავიწყებთ, გვჭირდება რეალური ცვლილებები ადგილზე. თუ საქციელის შეცვლა სარწმუნო და სანდო იქნება, მაშინ შეიძლება სანქციების გაუქმება, მაგრამ სანამ საქციელი არ შეიცვლება, მათ ვერ გავაუქმებთ“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი მზად არის დიპლომატიური ძალისხმევის გასაგრძელებლად.