ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილისა

“მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილისა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვიდა რევოლუციური სცენარები, არ გამოუვიდა გარე დაფინანსებითა და გარე დახმარებით ქვეყნის არევა, არ გამოუვიდა ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა, თუმცა ძალიან კარგად გამოსდის ერთმანეთში დაპირისპირება. მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილისა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, გიორგი კაპანაძის თქმით, არ არის გამორიცხული, ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის ოპოზიციური ალიანსიდან გასვლის საკითხზეც იმსჯელონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები