“ევროკავშირმა შეცვალა თამაში და თქვა – “თქვენ იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი, რომლის ძირითად საკითხებს ის განსაზღვრავს” – პაპუაშვილი
“ევროკავშირმა შეცვალა არათუ თამაშის წესები, თამაში შეცვალა და თქვა – “თქვენ იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი, რომლის ძირითად სასიცოცხლო საკითხებს ის განსაზღვრავს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “ევროკავშირის ხელშეკრულებებს ისე შეცვლიან, რომ ახალ წევრებს, რომლებიც მეორე კლასის წევრებად იქნებიან განხილული, არც კი შეეკითხებიან”.
„ყველა აღშფოთებულია. დარწმუნებული ვარ, სხვა კანდიდატი ქვეყნებიც არიან აღშფოთებული, რომ უცებ, შუა პროცესში, ევროკავშირმა შეცვალა არათუ თამაშის წესები, თამაში შეცვალა და თქვა, თქვენ იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი, რომლის ძირითად სასიცოცხლო საკითხებს ის განსაზღვრავს. კიდევ ერთხელ, რა თემებია, სადაც ამბობენ, რომ ახალ წევრებს ხმის უფლება უნდა შეუზღუდონ: უსაფრთხოების საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხები. . ამაზე ცხადად როგორ შეიძლება დავინახოთ, რომ გზა არის პირდაპირ საბჭოთა კავშირისკენ. ყველაზე დიდი ანტიევროპელები დღეს არიან ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომლებიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.